![თბილისში, რესტორან "ვარაზთან" კაცი დაჭრეს](/uploads/news/პოლიცია-შსს.jpg)
თბილისში, რესტორან "ვარაზთან" კაცი დაჭრეს. ინფორმაცია "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე ერთი ადამიანი დააკავეს, ხოლო საქმეზე გამოძიება 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია) დაიწყო.